ცხადია, რომ მადლობის სათქმელად არ არიან ჩამოსულები - ბუჩუკური სანქციების კოორდინატორების ვიზიტზე
პარტია "საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური დარწმუნებულია, რომ სანქციების კოორდინატორები საქართელოშ მადლობის სათქმელად არ არიან ჩამოსულები. ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არც ვინმეს დასანქცირებას გამორიცხავს.
კონკრეტულად ვერავინ ვიტყვით, რისთვის არიან ეს ადამიანები ჩამოსულები, მაგრამ შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ მადლობის სათქმელად არ არიან ჩამოსულები. რაც შეეხება უნდა ველოდოთ თუ არა ვინმეს სანქცირებას, გამორიცხვა, რა თქმა უნდა, არაფრის შეიძლება, - ამბობს ანა ბუჩუკური.