"სანქციების ჯგუფის ვიზიტი საქმიანია" - "ოცნებაში" დასანქცირებას გამორიცხავენ
"ქართული ოცნების" ლიდერი არჩილ თალაკვაძე ირწმუნება, რომ საქართველო სანქციების ადგილი არასდროს გახდება. მისი მტკიცებით, ოპოზიციას ჰქონდა მცდელობა, რომ სანქციების კოორდინატორების ვიზიტი სკანდალად მოენათლა, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ.
საქართველო არ და ვერ გახდება სანქციების გვერდის ავლის ადგილი. რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა მცდელობა, რომ ეს ვიზიტი სკანდალად მოენათლა და აქედან მიეღო რაღაც ენერგია საზოგადოებაში, დაბნეულობა გამოეწვია, თუმცა ვიზიტის ბოლოს ყველამ ვნახეთ, რომ რეალურად, ეს იყო საქმიანი ვიზიტი, რომელიც სამომავლო თანამშრომლობას უკავშირდებოდა, - ამბობს თალაკვაძე.