"ოცნება" ქართულ შოუბიზნესში რუსულ გავლენებს აძლიერებს - კანონპროექტს დღეს კენჭისყრაზე გაიტანენ

28.06.23 12:10
"ოცნება" ქართულ შოუბიზნესში რუსულ გავლენებს აძლიერებს - კანონპროექტს დღეს კენჭისყრაზე გაიტანენ

"ქართულმა ოცნებამ" ხელოვანების გულის  მოგება და ქართულ შოუბიზნესში რუსული გავლენების გაძლიერების გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღო. პარალამენტში დღეს საავტორო უფლებების შესახებ  კანონს კენჭისყრაზე გაიტანენ. უკვე ცნობილია, რომ  რუსული "რაოს" შვილობილი კომპანიის "გერას " საქმიანობას საქართველოში "ოცნება"  მწვანე შუქს აუნთებს. 

კანონპროექტს ოპოზიციის მხადაჭერა არ ექნება. პოლიტიკოსები ქართულ შოუბიზნესში რუსული ფულის შემოდინებაში საფრთხეებს ხედავენ. "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე აღნიშნულ კანონს "ინტელექტის ოკუაპციას უწოდებს. 

შემოდის „რაო“ და პირდაპირ მოხდება ინტელექტის ოკუპაცია. რა ხდება ინტელექტის ოკუპაცია? ჩვენს სახელოვნებო წარმომადგენლებს, მომღერლებს, მუსიკოსებს ფულს გადაუხდის „რაო“ და რუსეთი და იცით თქვენ, „ვინც იხდის ფულს, ის უკვეთავს მუსიკას“, ამიტომ გავლენა „რაოსი“ და რუსეთის ამ მიმართულებით ნამდვილად არ უნდა იყოს. ისიც საკმარისია, რომ წლების მანძილზე ამ წარმომადგენლებს, რომლებიც დაკავშირებული არიან კულტურასთან,  ფინანსდებიან რუსეთიდან, - ამბობს მანჯგალაძე. 

პარტია "საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური კი ფიქრობს, რომ ხელისუფლება ყველა სფეროში კლანური მმართველობის ჩამოყალიბებას ცდილობს. ისი თქმით, მსგავსი იდეები ზოგიერთ პოლიტიკოსს მანამედც ჰქონდა, თუმცა ისინი მაშინ გიორგი გახარიამ დაბლოკა. 

ბუჩუკურის თქმით, "ოცნება" ძალაუდლების დაკარგვის შიშით საკუთარ ქმედებებს ვეღარ ზომავს.

„ქართულ ოცნებას“ რეფორმების ჩატარების ლეგიტიმაცია და რესურსი ცალსახად აღარ აქვს და რეფორმის ნაცვლად „ქართული ოცნება“ რასაც აკეთებს, არის, რომ თავის კლანურ მმართველობას აყალიბებს მათ შორის, ამ კონკრეტულ სფეროში. მე უფრო მეტსაც გეტყვით, მსგავსი იდეები ზოგიერთს მანამდეც აწუხებდა, თუმცა ჩვენს გუნდს, გიორგი გახარიას ჰქონდა ეს გაჩერებული ეს ნამდვილად მავნებლური იდეა, თუმცა თქვენ იცით, რომ „ქართულ ოცნებაში“ მანამდე არსებული არცერთი ჩამკეტი აღარ მუშაობს და როგორც „ნაცმოძრაობის“ ბოლო წლების რეჟიმში იყო, ზუსტად იგივეს იმეორებენ. როდესაც ძალაუფლების დაკარგვის შიშით ვეღარ ზომავ საკუთარ ქმედებებს და გადაწყვეტილებებს, ეს არის ამის დასტური, - ამბობს ანა ბუჩუკური. 

 

მსგავსი სიახლეები