"ოცნების" ამოცანაა, ქართველ ხალხს ევროპის კარი ჩაურაზოს - ბადრი ჯაფარიძე
"ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ხელისუფლებას ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების განზრახვა არ აქვს. ოპოზიცონერი პოლიტკოსისი თქმით, ფაქტი ცხადყოფს, რომ "ქართული ოცნების" ამოცანაა, ქართველ ხალხს ევროპის კარი ჩაურაზოს.
ბრიუსელში პირდაპირ ითქვა, რომ 9 პუნქტი შესრულებული არ არის. კობახიძე, მდინარაძე და ძმანი მათნი ჯიუტად იმეორებენ, რომ მათ შესრულებული აქვთ პუნქტები. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ განზრახვაც კი არ აქვთ ამ პუნქტების შესრულების. ამას მივყავართ დასკვნამდე, რომ „ქართული ოცნების“ ამოცანაა, ჩაურაზოს ევროპისკენ მიმავალი კარი ჩვენს საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ეს კარი მაინც გაიღება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოცილებისთანავე, მაგრამ ფაქტი არის სახეზე, რომ ვინც გასცა რეკომენდაცია, ის თავის დასკვნაში ამბობს, რომ 12-დან 9 რეკომენდაცია არ არის შესრულებული. უნდა ვუთხრათ ჩვენს საზოგადოებას, რომ „ქართული ოცნება“ არ ასრულებს რეკომენდაციებს შეგნებულად, მიზანმიმართულად და ზოგიერთ შემთხვევაში პირდაპირ საბოტაჟს ახორციელებს, - განაცხადა ჯაფარიძემ.