ასეთი თავდასხმები მხოლოდ და მხოლოდ სისუსტის გამოხატულებაა, ვერავის შეაშინებენ - დეკანოიძე

28.06.23 12:54
ასეთი თავდასხმები მხოლოდ და მხოლოდ სისუსტის გამოხატულებაა, ვერავის შეაშინებენ - დეკანოიძე

ხატია დეკანოიძე ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება.

მისი თქმით, ეს არის იმ პროპაგანდის, ორგანიზებული ძალადობის შედეგი, რომელიც არის „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციასა და ყველა კრიტიკულად განწყობილ ადამიანზე მიმართული.

დეკანოიძე ამბობს, რომ ასეთი ტავდასხმები სისუსტის გამოხატულებაა და ამით ვერავის შეაშინებენ.

“დარწმუნებული ვარ, ეს არის იმ პროპაგანდის, ორგანიზებული ძალადობის შედეგი, რომელიც არის „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციასა და ყველა კრიტიკულად განწყობილ ადამიანზე მიმართული. ეს ახლა არ დაწყებულა, ეს დაიწყო ძალიან დიდი ხნის წინ. მაშინ ძალიან ცოტა ადამიანი აქცევდა ამას ყურადღებას. ორგანიზებული, წახალისებული პროპაგანდა, პროპაგანდის ტალახს რომ მიუშვერენ ადამიანს, ეს ყველაფერი მოქმედებს იმისთვის, რომ თქვა ვიღაც გაბრაზებული ადამიანები არიან. ჩემი სოლიდარობა ყველა ამ ადამიანს. ასეთი თავდასხმები არის მხოლოდ და მხოლოდ სისუსტის გამოხატულება, ვერავის შეაშინებენ ამით. დავდივართ ქუჩაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მარტო. მათსავით დაცვით და 9 მანქანით არ დავდივართ“, - განაცხადა დეკანოიძემ.

 

მსგავსი სიახლეები