პარლამენტმა სებ-ში ასარჩევად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურები ისევ ჩააგდო
პრეზიდენტის მიერ სებ-ს საბჭოს წევრის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს: დიმიტრი ჯაფარიძეს და გიორგი ბაქრაძეს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.
მათ მხოლოდ 5-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი ხმა სამმა დეპუტატმა მისცა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დავით ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე 16 ივნისს წარადგინა.