"ოცნება" წყობიდან გამოვიდა - მმართველი გუნდი პარლამენტში სიტყვა "რუსის" აკრძალვას გეგმავს

28.06.23 13:31
"ოცნება" წყობიდან გამოვიდა - მმართველი გუნდი პარლამენტში სიტყვა "რუსის" აკრძალვას გეგმავს

"ქართული ოცნება " საკანონმდებლო ორგანოში სიტყვა  "რუსის" აკრძალვას აპირებს.  ცენზურის დაწესების ინიციატორი დეპუტატი მარიამ ლაშხია. ურავლესობის წევრი ოპოზიციის კრიტიკით შეწუხებულია და მიიჩნევს, რო საქართველოს პარალემენტში ირლანდიის პარლამენტის პრაქტიკა უნდა დამკვიდრდეს. 

როდესაც ხდება ოპონენტების მხრიდან „რუსებოს“ ძახილი, რაც არ არის სწორი... სულ ცოტა ხნის წინ ირლანდიის წარმომადგენლობა გვყავდა და ზუსტად ჰქონდათ გაწერილი, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პრაქტიკაა, რაც საქართველომ უნდა გადმოიღოს. პირდაპირ არის გაწერილი პარლამენტის ეფექტური მუშაობისთვის, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები და ერთმანეთის მიმართ მსგავის ტიპის ძახილები არ შეიძლება. რომ გვქონდეს ჩვენ შეზღუდვა მაგალითად, „რუსების“ ძახილზე, მაგალითად, ხვა შეურაცხყოფებებზე, ძახილზე რომ იყოს ჩანაწერი, შესაბამისად, გვექნებოდა შინაარსობრივი კითხვები და შინაარსობრივ საფუძელზე დამკვიდრებული კონკრეტული შენიშვნები. როდესაც არ აქვს ოპოზიციას არგუმენტები, პირდაპირ გადადიან „რუსის“ ძახილზე და შეურაცხყოფებებზე. წარმოიდგინეთ, რომ როდესაც ყველაზე უფრო შეურაცხმყოფელ სიტყვად იქცა დღევანდელ რეალობაში, არა მხოლოდ საქართელოშ, არამედ მსოფლიოში მათი აგრესიული საქციელის და მათი ამორალური საქციელის გამო, - ამბობს ლაშხი.

ლაშხისგან განსხვავებით, ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ მსგავსი საკანონმდებლო ინიციატივა არ იმუშავებს. 

ოპოზიცია სულდგმულობს რადიკალიზმით. ჩვენ გვიწევს მათ აგრესიაზე პასუხის გაცემა. ამის სამართლებრივი აქტით მოწესრიგება არის ჩემთვის პირადად წარმოუდგენელი. მე მგონია,რ ომ საქარტელოშ ეს შედეგს ვერ გამოიღებს, - ამბობს კობახიძე.

არჩილ თალაკვაძე კი ამტკიცებს, რომ არავითარი "რუსული ოცნება" არ არსებობს. მისი თქმით, არსებობს მხოლოდ რუსული გეგმა, რომლის ნაწილიც სწორედ ოპოზიციაა. 

მუდმივად იმეორებენ სიტყვებს „რუსული ოცნება“. სინამდვილეში, „რუსული ოცნება“ არ არსებობს, არსებობს რუსული გეგმა, რომლის ნაწილიც არის ეს რადიკალური ოპოზიცია. ისინი რუსული გეგმის ნაწილი იყვნენ, როცა იყვნენ ხელისუფლებაში და რუსული გეგმის ნაწილად რჩებიან დღემდე, - ამბობს თალაკვაძე.

"ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი "ოცნებას" ალტერნატიულ გამოსავალს სთავაზობს და ამბობს, რომ მათ "ქართული წარმომავლობის პუტინისტებს" უწოდებს. 

მე შემიძლია მათ დავუძახო ქართული წარმომავლობის პუტინისტები თუ მათთვის ნაკლებად მტკივნეულია ეს თემა, - ამბობს სამადაშვილი.

"სტრატეგია აღმაშენებლს" წევრი პაატა მანჯგალაძე კი კანონს სახიფათოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან ოპონენტების გაჩუმების მცდელობა იქნება. 

ეს გამოყენებული იქნება ხელისუფლების სასარგებლოდ ხელისუფლების მიერ ოპონენტების გასაჩუმებლად. ამის რისკი არსებობს. თუ არ შესრულდება, შესაბამისად, რა იქნება სანქცია გაუგებარია ჩემთვის და თუ სანქცია იქნება, ჩვენ ვიცით, რომ მოხდება ინტერპრეტაცია ამ შეზღუდვის, ცენზური დაწესების მცდელობა იქნება ეს აზრის გამოხატვაზე და მე პირადად ბუნებრივად ვერიდები, რომ კონფრონტანცია არ იყოს, არ იყოს დაძაბულობა, მაგრამ კანონის მიხედვით ვინმემ ამიკრძალოს რაიმეს თქმა, „ქართული ცონების“ პირობებში მე მიმაჩნია სახიფათოდ, - ამბობს მანჯგალაძე. 

თუ კანონი ამოქმედდება, ყველა დეპუტატს საკუთარი ხელმოწერით მოუწევს აიღოს პასუხიმგებლობა, რომ სხომათა დრაბაზში სიტყვა "რუსს "აღარ ახსენებს.