"როდესაც თავს დაგვესხმებით, ძალიან მძიმედაც მიიღებთ!"- ხაბეიშვილის საგანგებო მიმართვა
ხელისუფლების წახალისებული ძალადობა - "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და "ქართული ოცნების" ლიდერების, ირაკლი ღარიბაშვილის, მამუკა მდინარაძისა და ბექა ოდიშარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს.
ლევან ხაბეიშვილი იქვე ამბობს, რომ თუ მათ ისევ დაესხმებიან, პასუხი იქნება ადეკვატური, რადგან მისი თქმით, ოპოზიციას სამართალდამცავები არ იცავენ, ხელისუდლება კი მათ ქინააღმდეგ ძალადობას ახალისებს.
"არაფრის გატარებას არ ვაპირებთ და როდესაც თავს დაგვესხმებით, ძალიან მძიმედაც მიიღებთ!"- თქვა ენმ-ს თავმჯდომარემ.
ხელები დავალეწოთ ბექა ოდიშარიას მსგავს, კობახიძის მსგავს და ღარიბაშვილის მსგავს „ჩმორებს“, პირდაპირი მნიშვნელობით. არაფრის გატარებას ვაპირებთ და როდესაც თავს დაგვესხმებით ძალიან მძიმედაც მიიღებთ, თუ რა თქმა უნდა, მუხანათურად ჩუმად და ჩასაფრებით არ გააკეთებთ. სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას. პირველ რიგში, მასზე, ირაკლი ღარიბაშვილზე, მამუკა მდინარაძეზე და ბექა ოდიშარიაზე, რომელიც რამდენიმე დღეა გვაფრთხილებს ამ თავდასხმების შესახებ.
მივმართავ ხალხს, სანამ ამათ თუნდაც პოლიტიკურად მძიმედ ცხვირ-პირში არ მოხვდებათ, ყველას მოგვივარდებიან სახლში.
ეს არის ჯგუფურად დაგეგმილი, სისხლის სამართლის საქმე. ასე ჰგონიათ, რომ დაგვაშინებენ და ასე ფიქრობენ, რომ ეს სამოქალაქო დაპირისპირების ნიშნებიაო, არანაირი სამოქალაქო დაპირისპირების, უკაცრავად და ერთი ადგილი „რუსულ ოცნებას“ არ აქვს, ისინი არიან მარტო, რამდენიმე ათეული და ცდილობენ შექმნან, რომ თითქოს საზოგადოება არის გაყოფილი ორად. საქართველო არ არის გაყოფილი ორად, საქართველო არის ერთი, საქართველოს მოსახლეობას სურს ევროინტეგრაცია, ეს არის 90 პროცენტი და საქართველოს მოქალაქეს ცხადია არ უნდა ოკუპანტი პუტინისტის ფეხქვეშ გართხმული სახელმწიფო და თუ ვინმეს სურს მოაჩვენოს, რომ საზოგადოება არის გაყოფილი ორ ნაწილად, ეს არის რუსული პარტია, რომელიც ერთად, ერთობით, ერთობლივი ძალისხმევით უნდა გავისტუმროთ პოლიტიკურ მოუსავლეთში, თუნდაც მათთვის ხელებზე თითების მომტვრევა დაგვჭირდეს.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.