ნაგავმა ხალხმა მე პუტინისტი დამიძახოს და პასუხი არ გავცე? - კობახიძე

28.06.23 13:09
ნაგავმა ხალხმა მე პუტინისტი დამიძახოს და პასუხი არ გავცე? - კობახიძე

"ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არავის მისცემს იმის უფლებას, რომ  პუტინისტი და რუსი ეძახოს.

კობახიძის თქმით, პასუხს მიიღებს ყველა, ვინც ცდილობს რომ საქართველოში აგრესია და რადიკალიზმი დათესოს.

გამოდიან ვიღაც მართლა ნაგავი ხალხი და გეძახიან ხან რუსი, ხან პუტინისტი, კორუმპირებლული. თვითონ კორუმპირებულები. ნაგავმა ხალხმა მე პუტინისტი დამიძახოს და პასუხი არ გავცე? ვინც იძალადა მაგალითად ზურა ჯაფარიძეზე, მიშა მშვილდაძეზე, სწორედ ამ ადამიანმებმა - ოპოზიციამ, ნჯო-ებმა, ელჩებმა დააჯერეს საზოგადოებას, რომ ფიზიკური თუ ვერბალური ძალადობა არის სამოქალაქო აქტივიზმი. ჩვენ ყველას უნდა ვუთრათ, რომ ეს არის ტყუილი. პასუხს მიიღებს ყველა, რა თქმა უნდა, არაძალადობრივ პასუხს, ვინც ცდილობს რომ საქართველოში დათესოს აგრესია, რადიკალიზმი და ა.შ."- ამბობს კობახიძე.

მსგავსი სიახლეები