მოღალატის და რუსეთუმეს ძახილს არავის გავუტარებთ - "ოცნება" ოპონენტებს ემუქრება

28.06.23 13:27
მოღალატის და რუსეთუმეს ძახილს არავის გავუტარებთ - "ოცნება" ოპონენტებს ემუქრება

უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი ამბობს, რომ მოღალატის და რუსეთუმეს ძახილი წითელი ხაზია და მოუწოდებს ოპონენტებს არ გაბედონ წითელი ხაზის გადაკვეთა, წინაარმდეგ შემთხვევაში, წილოსანი აცხადებს, რომ პაუსხი იქნება საკადრისი.

"მეც პირადად და ყველა ჩემი კოლეგა ვაცხადებთ, რომ წითელი ხაზია მოღალატის და რუსეთუმეს ძახილი. ამის შემდეგ, ნებისმიერი, რომელიც აღნიშნულს არ გაითვალისწინებს, ჩვენგან მიიღებს შესაბამის სიტყვიერ პასუხს, არასდროს არ გავატარებთ ამ კომენტარს და ყოველთვის ექნება საკადრისი პასუხი. არავინ აღარ გაბედოს წითელი ხაზების გადაკვეთა. კიდევ ერთხელ ვისურვებ, რომ პოლიტიკოსმა და არც ჟურნალისტმა იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის ვაკონტროლებთ ჩვენი მხრიდან ყველანაირ წითელ ხაზებს, არ გადაკვეთონ თავიანთი მხრიდან" - ნინო წილოსანი.