მიშა მშვილდაძემ ნორმალური ენით უნდა ისაუბროს - მაჭარაშვილი

28.06.23 13:31
მიშა მშვილდაძემ ნორმალური ენით უნდა ისაუბროს - მაჭარაშვილი

მიშა მშვილდაძემ ნორმალური ენით უნდა ისაუბროს - ასე ეხმაურება "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელზე თავდასხმას "ხალხის ძალის" დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.

მაჭარაშვილის თქმით, როდესაც სიძულვილის ენით გამოირჩევი,  ამ შემთხვევაში საზოგადოების წევრებისგან მადლობის მოხდას არ უნდა ელოდე.

"როდესაც საჯარო სივრცეში გამოდიხარ და ძალიან კარგად იცი, რომ შენ პოზიციაზე არ არის აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყანაში და ამ უმრავლესობას, საზოგადოებას ვგულისხმობ, ლანძღავ უმშვენი სიტყვებით მოიხსენიებ, სიძულვილის ენით გამოირჩევი, ამ შემთხვევაში საზოგადოების წევრებისგან მადლობის მოხდას არ უნდა ელოდე, ზოგადად ეს მოცემულობა არსებობს. რასაც იტყვის იმას უნდა ელოდოს, არ არის გამართლება. მიშა მშვილდაძემ უნდა ისაუბროს ნორმალური ენით" - გურამ მაჭარაშვილი.

შეგახსენებთ,რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ- ერთ დამფუძნებელზე მიშა მშვილდაძეს გუშინ თავს დაესხნენ. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ნაცემია მათი სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი დავით ოსიყმიშვილი.

მსგავსი სიახლეები