მშვილდაძესთან არაფერი გვაქვს გასარკვევი, არ არის ჩვენი ოპონენტი - თალაკვაძე

28.06.23 13:35
მშვილდაძესთან არაფერი გვაქვს გასარკვევი, არ არის ჩვენი ოპონენტი - თალაკვაძე

მშვილდაძესთან არაფერი გვაქვს გასარკვევი, არ არის ჩვენი ოპონენტი - ასე ეხმაურება "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელზე თავდასხმას ოცნების ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

თალაკვაძის თქმით, ზიზღის ენას, საინფორმაციო ცილისწამების თავდასხმების კამპანიას, რომელსაც ოპოზიცია ახორციელებს, აქვს ძალიან ცუდი გავლენა პოლიტიკაზეც.

"ბუნებრივია იმ ზიზღის ენას, იმ ძალადობას, საინფორმაციო ცილისწამების თავდასხმების კამპანიას, რომელსაც ოპოზიცია ახორციელებს, აქვს ძალიან ცუდი გავლენა პოლიტიკაზეც და ზოგადად ურთიერთობებზეც, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს. ბატონი მშვილდაძე არ არის ჩვენი ოპონენტი და მას არ მივიჩნევთ პოლიტიკაში ჩვენს ოპონენტთან და მასთან ჩვენ არაფერი გასარკვევი" - ამბობს არჩილ თალაკვაძე.

შეგახსენებთ,რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ- ერთ დამფუძნებელზე მიშა მშვილდაძეს გუშინ თავს დაესხნენ. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ნაცემია მათი სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი დავით ოსიყმიშვილი.

მსგავსი სიახლეები