შეიძლება, ეს ყველაფერი სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს - ჯაფარიძე გახშირებულ თავდასხმებზე
ხელისუფლების წახალისებული ძალადობა - "ლელოს" ლიდერი მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს და ამბობს, რომ შეიძლება ეს ყველაფერი გადაიზარდოს, სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს.
ბადრი ჯაფარიძე ვარაუდობს, რომ ხელისუფლება არჩევნებამდე საზოგადოების დაშინებას ისევ შეეცდება:
"ქართული ოცნების ლიდერების განცხადებები, პირდაპირ წამახალისებელია ძალადობრივი აქტების. თვითონაც შეურაცხყოფენ აღვირახსნილ ტერმინოლოგიას იყენებენ ოპონენტების გასალანძღავად მათ დასამცირებლად. ეს ქმნის, ძალიან დიდ საფრთხეს, რომ შეიძლება ეს ყველაფერი გადაიზარდოს, სამოქალაქო დაპირისპირებაში. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, იმ დარჩენილ პერიოდში არჩევნებამდე, სანამ ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში მათ მხრიდან იქნება ეს მცდელობები საზოგადოების დაშინების" - ბადრი ჯაფარიძე.