რუსეთს სანქციების ავლაში არ ვეხმარებით, სპეკულაციების ოპოზიცია და უკრაინის ხელისუფლება ეწევა - კობახიძე
"ქართული ცონება" ისევ ამტკიცებს, რომ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება და ყველაფერს ოპოზიცია იგონებს. მმართველი პარტიის თავმჯდომარის მტკიცებით, ქართველმა მებაჟეებმა სანქციების გვერდის ავლის არაერთი მცდელოლბა აღკვეთეს.
კობახიძემ დღეს იერიში ოპოზიციასთან ერთად უკრაინის ხელისუფლებაზეც მიიტანა და ომშ მყოფი ქვეყნის მთავრობა სპეკულაციების და ტყუილის გავრცელებაში დაადანშაულა.
ჩვენმა სახელმწიფო სტრუქტურებმა აღკვეთეს სანქციების გვერდის ავლის ათეულობით მცდელობა და ეს ფაქტები ცნობილია ჩვენი პარტნიორებისთვის და მასზე მუშაობა, რა თქმა უნდა, გრძელდება, თუმცა ყოველთვის არის, ყველა ეტაპზე საჭირო კოორდინაცია საერთაშორისო პარტნიორებთან და ზუსტად ამ კოორდინაციის გაძლიერებას ემსახურება ეს ვიზიტი. გახსოვთ ათასი სპეკულაცია, ტყუილი, რომელსაც ავრცელებდნენ ჩვენი შიდა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, როდესაც შენ გინდა, რომ მაქსიმალურად ჩვენს ქვეყანას შეექმნას პრობლემები. ეს არის პრიგოჟნისტული მიდგომები, რასაც ვერ მალავენ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები. სინამდვილეში, ქვეყანას აქვს მკაფიო პოლიტიკა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციის მიმართ, მაგრამ არავის ვაძლევთ ამ ქვეყნის ტერიტორიის გამოყენების საშუალებას, - ამბობს კობახიძე.