ვერ შეგვაშინებთ - დეკანოიძე თავდასხმებზე

28.06.23 13:49
ვერ შეგვაშინებთ - დეკანოიძე თავდასხმებზე

"ასეთი თავდასხმები სისუსტის გამოხატულებაა" -  ასე ეხმანება პარლამენტარი ხატია დეკანოიძე ხელისუფლების ოპონენტებზე გახშირებულ თავდასხმას.

ოპოზიციონერი ამბობს, მსგავსი ქმედებებით ხელისუფლება ვერავის შეაშინებს: 

ასეთი თავდასხმები არის მხოლოდ და მხოლოდ სისუსტის გამოხატულება. ვერავის ვერ შეაშინებენ ამით, ჩვენ დავდივართ ქუჩაში, დავდივართ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, დავდივართ მარტოთი და მათსავით დაცვებით და 9 მანქანით არ დავდივართ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს ვინ აორგანიზებს ამ ძალადობას" - ამბობს ხატია დეკანოიძე.

მსგავსი სიახლეები