რატომ უნდა ელოდოს სანქციებს ჩვენი ქვეყანა? რა კითხვაა ეს? - მაკა ბოჭორიშვილი

28.06.23 13:51
რატომ უნდა ელოდოს სანქციებს ჩვენი ქვეყანა? რა კითხვაა ეს? - მაკა ბოჭორიშვილი

"ქართული ოცნების" დეპუტატი მაკა ბოჭორიშვილი ამტკიცებს, რომ საქართველო არ დასანქცირდება, რადგან რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება. სახელისუფლებო გუნდის წევრის ირწმუნება, რომ სანქციების კოორდინატორების ჯგუფი საქართველოში საქმიანი ვიზითით იმყოფება, რათა ხელისუფლებას საკუთარი გეგმები გაუზრიაონ.

რატომ უნდა ელოდოს სანქციებს ჩვენი ქვეყანა? რა კითხვაა ახლა ეს? ნუ ელოდებით მაგ სიამოვნებას, რომ საქართველოს დაეწესოს სანქციები. ევროკავშირი მუშაობს მაქსიმალურად, რომ დაიცვას ის სანქციების პაკეტები, რაც აქამდე მიიღო ევროკავშირმა და უზურნველყოს მათი შესრულება. არის ჩვენი სურვილი ასევე, რომ ვითანამშრომლოთ პარტნიორებთან. მოვისმინოთ მათი გეგმები, თუ როგორ აპირებენ იმის უზრუნველყოფას, რომ არ მოხდეს, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებშიც სანქციებისთის თავის არიდება. ეს არის პრობლემა, სწორედ ამიტომ მუშაობს ევროკავშირი, - ამბოლბს მაკა ბოჭორიშვილი.

მსგავსი სიახლეები