Go Go ჟენიათი დაწყებული პოლიტიკურ კარიერას წარმატების არავითარი რესურსი არ აქვს - კობახიძე გარამიაზე
"ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ნიკა გვარამიამ საკუთარი პოლიტიკური კარიერა შეცდომით დაიწყო.
კობახიძე ამბობს, რომ Go Go ჟენიათი დაწყებული პოლიტიკურ კარიერას წარმატების არავითარი რესურსი არ აქვს.
ვნახეთ, რომ გვარამია გამოვიდა ციხიდან, ნეტავ რამდენიმე დღით გვიან გამოსულიყო, ეგრევე შეცდომა დაუშვა Go Go ჟენიათი დაიწყო საკუთარი პოლიტიკური კარიერის განახლება, აქედან გამომდინარე ჩანს, რომ გვარამიას პოლიტიკური წარმატების არავითარი რესურსი არ აქვს, რა თქმა უნდა, ვერაფერს შემატებს კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“,- აღნიშნა კობახიძემ.