"გაუწიეთ ზედამხედველობა წულუკიანის უწყებას" - ხელოვანებმა პარლამენტს წერილით მიმართეს

28.06.23 15:24
"გაუწიეთ ზედამხედველობა წულუკიანის უწყებას" - ხელოვანებმა პარლამენტს წერილით მიმართეს

წულუკიანის მიერ რეპრესირებული ხელოვანები პარალემენტში მივიდნენ. კინორეჟისორები, ხელოვნებათმცოდნეები, სცენარისტები, მუზეუმის თანაშრომლები დეპუტატებს ხვდებიან და იმ გამოწვევებზე  ესაუბრებიან, რომელიც დღეს კულუტურის სფეროს წინაშეა. მიწვევის მიუხედევად, შეხვედრას არ ესწრებიან "ქართული ოცნების" დეპუტატები. 

კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა დღეს პარალამენტში წერილიც მიიტანეს. ხელოვანები  პარლამენტს სთხოვენ, წულუკიანის ქმედებებს ზედამხედველობა გაუწიონ.

პარტია "ლელოს" აღმასრულებელი მდივანი დეა მეტრეველი ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია, პარლამენტმა კულტურის სფეროზე საზედამხევდელო ფუნქცია აიღოს. 

უმნიშვნელოვანესია, რომ პარლამენტმა ასევე აიღოს   საზედამხედველო ფუნქცია, რომელიც მას კანონით ევალება, რომ მაქისიმალურად ესაუბრობს ხელოვანებს, გაიგოს პირველწყაროდან მათი პრობლემები და ყველა დეპუტატმა თავისი წვლილი შეიტანოს იმ საქმეში, რომ იმ პრობლემამ, რაც სფეროს მწვავედ უდგას, პარლამენტის მხარდაჭერის, თუ ამის რესურსი და სასუალება არის, მაქსიმალურად დროულად მოგვარდეს, - ამბობს დეა მეტრეველი. 

პარლამენტის წევრი არმაზ ახვლედიანი თეა წულუკიანის რეპრესიებს კულტურის "ჩაწიხლვად" და დამორჩლების მცდელობად აფასებს. 

კულტურის ჩაწიხლვა, კულტურის დამორჩელება, ახლაც ეს ხდება. ქალბატონი წულუკიანი როგორც გამორჩეული შავრზამელი ამ თაობაში ამ დავალებას, უნდა ითქვას, სასახელოდ ასრულებს, მაგრამ ვერ აცნობიერებს იმას, რომ ეს საშინელ ბუმერანგად მოუბრუნდება მას და მთავრობას, -  ამბობს ახვლედიანი.

მსგავსი სიახლეები