საშინაო დავალება არის შესასრულებელი - დეკანოიძე
სტასტუსის მიღებამდე 4 თვე რჩება - ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება პირობებს მიზანმიმართულად არ ასრულებს.
ხატია დეკანოიძის თქმით, ვარჰეიმ აღნიშნა, რომ რეკომენდაციების დატოვება კანდიდატის სტატუსის მიღების ძალიან სუსტი პოზიცია და წინაპირობაა და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საშინაო დავალება არის შესასრულებელი.
ოლივერ ვარჰეის განცხადებით, რეკომენდაციების დატოვება ნიშნავს, რომ ეს არის კანდიდატის სტატუსის მიღების ძალიან სუსტი პოზიცია და წინაპირობა.
ჩემი პოზიცია არის ძალიან სკეპტიკური. ჩვენ გვითხრეს, რომ არსებობს გეოპოლიტიკური მოსაზრებები ევროკავშირში და ევროკომისიაში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, საშინაო დავალება არის შესასრულებელი! არცერთი ჩემი რეკომენდაცია, არცერთი ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციები არ იქნა გათვალისწინებული. უფრო მეტსაც გეტყვით, ჩვენ ვნახეთ, როგორ აირჩიეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, რომელსაც კანდიდატის სტატუსის მიღების კონტექსტში ჰქონდა ძალიან სერიოზული წილი". - ამბობს ხატია დეკანოიძე.
ოპოზიცია, არასამთავრობი სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება დილიდან თბილისში საქართვლოს მიერ შეუსრულებელ პირობებზე მსჯელობდა. "ქართულმა ოცნებამ" შეხვდრას ბოიკოტი გამოუცხადა.
"ოცნება" ამტკიცებს, რომ სტატუსის მისაღებად ყველაფერი გააკეთა, არასამთვრობო ორგანიზციების განცხადებით კი, არცერთი გადამწყვეტი პირობა ხელისუფლებას არ შეუსრულებია.
დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, თავისუფალი მედია და სასამართლო და საარჩევნო რეფორმა კვლავ შეუსრულებლად რჩება.