"მივიღებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს? - კითხვა დღეს ხელისუფლების მოედანზეა" - ანა ნაცვლიშვილი
მივიღებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს - "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ კითხვა დღეს ხელისუფლების მოედანზეა.
ნაცვლიშვილის თქმით, მმართველმა გუნდმა უნდა გასცეს პასუხი კითხვას, თუ რატომ ატყუებენ საზოგადოებას.
აღმოჩნდა, რომ არც ქვეყნის გარეთ, ევროკავშირის მიერ გაკეთებული შუალედური შეფასებით და არც ქვეყნის შიგნით, სამოქალაქო სექტორის შეფასებით, არ არის შესრულებული რეკომენდაციის უდიდესი ნაწილი. ამიტომ, მივიღებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს, ამ კითხვამდე, კითხვა დღეს არის ხელისუფლების მოედანზე და მათ კონკრეტულ პასუხზე, რატომ ატყუებენ საზოგადოებას". - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
ოპოზიცია, არასამთავრობი სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება დილიდან თბილისში საქართვლოს მიერ შეუსრულებელ პირობებზე მსჯელობდა. "ქართულმა ოცნებამ" შეხვდრას ბოიკოტი გამოუცხადა.
"ოცნება" ამტკიცებს, რომ სტატუსის მისაღებად ყველაფერი გააკეთა, არასამთვრობო ორგანიზციების განცხადებით კი, არცერთი გადამწყვეტი პირობა ხელისუფლებას არ შეუსრულებია.
დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, თავისუფალი მედია და სასამართლო და საარჩევნო რეფორმა კვლავ შეუსრულებლად რჩება.