არის თუ არა საქართველო შავი ხვრელი რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში - სანქციების კომისიის წარმომადგენელი პირველ განმარტებას აკეთებს

28.06.23 16:37
არის თუ არა საქართველო შავი ხვრელი რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში - სანქციების კომისიის წარმომადგენელი პირველ განმარტებას აკეთებს

არის თუ არა საქართველო შავი ხვრელი რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში - "პირველების" კორესპოდენტის კითხვის საპასუხოდ,  სანქციების კომისიის წარმომადგენელი აშშ-დან ჯიმ ო ბრაიენი ამბობს, რომ მათი მიზანია, რუსეთმა არ მიიღოს ის იარაღი, რითიც კლავს ხალხს უკრაინაში.

ო ბრაიენს არ დაუმალავს რომ ამჟამად ინტერესის მთავარი სფერო სწორედ ის ელექტრონული მოწყობილობებია, რომელიც მეზობელი ქვეყნებიდან აგესორ ქვეყანაში შედის. 

აშშ ასევე ბრიტანეთი და ევროკავშირი, ყურადღებას ამახილებს იმ ელექტრონული მოწყობილობების სახეობაზე, რაც გამოიყენება ამ მიზნებისთვის. ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან ზუსტად ამ მიმართულებით გულისხმობს ამ ტიპის ელექტრონული აღჭურვილობის თუ მოწყობილობების მიმართულებას"- განაცხადა მან. 

 სანქციების კომისიის წარმომადგენელს ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის შესაძლო დასანქცირებაზეც ჰკითხეს, თუმცა  ჯიმ ო ბრაიანმა თქვა, რომ შესაძლო სანქციებზე და კონკრეტულ შემთხვევებზე არ ისაუბრებს. 

ჩვენ ვხედავთ, რომ საკმაოდ დიდი სამუშაო შესრულდა საქართველოს მთავრობის მიერ და არის კომპლექსური სისტემა შექმნილი. თუკი ეს შექმნილი სისტემა გააგრძელებს მუშაობას ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მოვახდინოთ იდენტიფიცირება თუ ხდება იმ საქონლის ვაჭრობა, რაც არის აკრძალული. ეს არის ახალი სისტემა და მას ვაუმჯობესებთ, როგორც ჩვენს ქვეყანაშიც ასევე აქ ყოველდღიურად.

ბევრი დასახელების ელექტრო საქონლით ვაჭრობა იყო ლეგალური გარკვეულ პერიოდამდე, ამ წლის დასაწყისამდე და უკვე თებერვლის ბოლოსკენ ჩვენმა მთავრობამ და ასევე ევროკავშირმა და ბრიტანეთმა, კონკრეტული დასახელების ნივთებით ვაჭრობა გახადა არალეგალური. უკვე ამის შემდგომ ჩვენ დავინახეთ, რომ ვაჭრობის დინამიკის ცვლილება რუსეთის მეზობელ ქვეყნებში ნელ-ნელა.

ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში ეს სისტემა არსებობს და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ეს იყოს ეფექტური. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ვაჭრობის დინამიკა შეიცვალა. რუსული ექსპორტი საქართველოში აღდგა ემბარგოს შემდეგ. ზოგიერთი გლობალური კომპანია თავისი საქონელი შემოაქვს საქართველოში ან რუსეთის მეზობელ ქვეყნებში ვიდრე ვთქვათ თავად რუსეთში. ჩვენი შეხვედრების და ამ ურთიერთობების მთავარი მიზანი არის, რომ ჩვენ და საქართველოს მთავრობა ვდგავართ ერთნაირ პოზიციაზე და მათ იციან, რომ ამ დასახელების პროდუქცია და საქონელი არ უნდა შევიდეს რუსეთში.

მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, თუ რა მნიშვნელოვანია, რომ შეჩერდეს ოკუპანტი, რომელიც იპყრობს მეზობელ ქვეყანას და საქართველომ ეს ალბათ ყველაზე კარგად იცის თავისი გამოცდილებიდან და ესმის ამის მნიშვნელობა" - თქვა მან. 

მსგავსი სიახლეები