"ოცნების" ახალი სპეცოპერაცია - მკაცრდება საპატიმრო სანქცია მუხლებზე, რომლითაც პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებს

28.06.23 17:27
"ოცნების" ახალი სპეცოპერაცია - მკაცრდება საპატიმრო სანქცია მუხლებზე, რომლითაც პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებს

სამოქალაქო ატქივისტების, ოპოზიციის და მოქალაქეების გასანეიტრალებლად "ქართულმა  ოცნებამ" ახალი სპეცოპერაცია დაგეგმა. ხელისუფლებამ ახალი რეპრესიებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის გადაწერა დაიწყო და ამკაცრებს საპატიმრო სანქციას ყველა იმ მუხლზე, რომლითაც ყველაზე ხშირად პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებს. პირველი ცვლილება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს შეეხება. 

კანონი პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. იმ შემთხვევაში, თუ კანონი ძალაში შევა, სისხლის სამართლის 187-ე მუხლის პირველი და მეორე მანწილები გამკაცრდება. პატიმრობის ვადა ერთ შემთხვევაში 2 წლით გაიზრდება, მეორე შემთხვევაში კი ერთი წლით.

თუ ვინმე განზრახ დააზიანა ან გაანადგურა ნივთი, ეს ფიზიკური პირი იქნება თუ ვინც იქნება, მას პასუხი ხომ უნდა მოეთხოვოს. ეს მუხლი აქამდეც არსებობდა. ახლა ხომ არ შემოგვაქვს. ეს უკავშირდება იმ საკითხს, რომ საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებებთან დაკავშირებით არსებულ მუხლს და სანქციებს რომ გადახედოთ, არაპროპორციულია, რომ ამ მუხლისთვის ეს სანქცია იყოს და სსხვა მუხლისთვის ის სანქცია". - ამბობს ანრი ონახაშვილი.

იურისტები, უფლებამცველები და ოპოზიცია, ყველა "ოცნების" გარდა დარწმუნებულია, რომ სასჯელის გამკაცრების მიზანი სამოქალაქო აქტივისტების და იმ ადამიანების დაშინების მცდელობაა, ვინც  აქციებზე დგას.

რაც სჭირდება ქართულ ოცნებას, ეს არის ის, რომ სათავისოდ მოირგოს ნებისმიერი საკანონმდებლო ჩარჩო და გაამკაცროს, შემდეგ კი ადამიანებს უთხრას, რომ აი შენ რაღაცას ფეხი წაკარი, დაზიანდა და მოდი დაგაჯარიმებ და ეს ყველაფერი შერჩევითობის პრინციპით გამოიყენოს.  რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს გამჭვირვალობის პრინციპი შსს-თან, პოლიციასთან და პოლიტიკური გადაწყვეტილებები კრიმინლაურ იუსტიციაში გაცილებით უფრო მეტია, ვდრე სამართლებრივი გადაწყვეტილებები". - ამბობს ხატია დეკანოიძე.

მსგავსი სიახლეები