ჯეიმს ო'ბრაიენი: ჩვენი ამოცანაა ხელი შევუშალოთ რუს სამხედროებს იმ აღჭურვილობის მიღებაში, რომელსაც ისინი იყენებენ ადამიანების მკვლელობისთვის უკრაინაში
"ჩვენი ამოცანაა ხელი შევუშალოთ რუს სამხედროებს იმ აღჭურვილობის მიღებაში, რომელსაც ისინი იყენებენ ადამიანების მკვლელობისთვის უკრაინაში უკანონო შეჭრის ფარგლებში", - განცხადება რამდენიმე წუთის წინ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჯეიმს ო'ბრაიენმა გააკეთა.
„აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი გაერთიანდნენ, რათა ფოკუსირება მოახდინონ ელექტრონულ მოწყობილობებზე, რომლებიც ბრძოლის ველზე გამოიყენება და ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან ფოკუსირებულია სწორედ ამ მოწყობილობებზე"- თქვა ჯეიმს ო'ბრაიენმა.
მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, დასავლეთი არ ცდილობს ყველანაირი ბიზნესი შეაჩეროს.
გვსურს დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენ, პარტნიორებთან ერთად ფოკუსირებული ვრჩებით იმ საქონელზე, რომელიც მნიშვნელოვანია ბრძოლის ველისთვის“, - აღნიშნა მან.