წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას საეჭვო რეპუტაციის კომპანიები ახდენენ - ნაწილი მერიამ დააჯარიმა
წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას საეჭვო რეპუტაციის კომპანიები ახდენენ - ნაწილი მერიამ უკვე დააჯრიმა. 157 ათასი ლარის ოდენობით ფინანსური სანქცია დაეკისრა კომპანია "ერ-ტე-დეს" ,რომელმაც წერეთელზე გზა ისე აყარა, რომ მერიაში პროექტი წარდგენილი არ ჰქონია. 12 ათასი ლარით დააჯარიმეს კიდვე ერთი კომპანია "მილენიუმ ბილდერს გრუპი", რომელსაც კალაძის გუნდი სამუშაო გრაფიკის დარღვევას ედავება.
რატომ გაიმარჯვეს მრავალმილიონიან ტენდერში კომპანიებმა, რომელსაც დაკისრებული მოვალეობის შესრულება არ შეუძლია და რატომ ვერაფერი ისწავლა კახა კალაძემ ვაკის პარკის ტრაგედიის შემდეგ - ეს ის კითხვებია, რომელსაც კორუფციის მკვლევარები და ოპოზიციონერები სვამენ.
"კომპანიები მუშაობენ ყოველგვარი გეგმა გრაფიკის გარეშე, კომპანიები მუშაობენ პროექტების გარეშე, იწყებენ სამუშაოებს და ერთი თვე წარმოიდგინეთ, რომ კომპანია მუშაობდა პროექტის გარეშე. ვინმე დაიჯერებს, რომ ამ კომპანიას გამზადებული ჰქონდა, მერიაში არ მიიტანა და 157 ათასი ლარით თავი დაიჯარიმა? კალაძეს, რომ სჭირდება პიარი კანონი არის უგულებელყოფილი ანუ კანონი არის გვერდზე გადადებული და კალაძის ერთი ლაივისთის კეთდება ყველაფერი" - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი და კორუფციის მკვლევარი ბესო დონაძე.
თბილისის მერიაში ამბობენ, რომ ისინი აქტიურ მონიტორინგს აწარმოებენ ყველა სარეაბილიტაციო სამუშაოზე, რაც დედაქალაქში მიმდინარეობს და თუ დარღვევბი გამოიკვეთა შესაბამის პასუხსაც სცემენ.