ძალადობას ძალადობა არ და ვერ ჩაანაცვლებს, ალტერნატივა სამართლიანი გარემოა - ნიკა მელიას მიმართვა

28.06.23 17:17
ძალადობას ძალადობა არ და ვერ ჩაანაცვლებს, ალტერნატივა სამართლიანი გარემოა - ნიკა მელიას მიმართვა

გუშინ ვიყავით ევროპა, ჩვენი ნაკრების მოტივაციით, გამარჯვების რწმენით და შედეგით გახარებული ევროპა. 
და გუშინვე ვხედავდით - როგორი რუსულია ხელისუფლება, მისი მეთოდები - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, "შიშით და ჩაგვრით რუსეთი იმართება -  ეს მეთოდები საქართველოში აღარ გამოადგება არავის".

ქართველის პასუხი  ჩაგვრასა და ძალადობაზე, იყო, არის და იქნება ცვლილება; ცვლილება არა ცვლილებისთვის, არამედ უკეთესობისთვის.
ძალადობას ძალადობა არ და ვერ ჩაანაცვლებს, ალტერნატივა სამართლიანი გარემოა - გარემო სადაც შესაძლებელია ევროპული კონკურენცია და ქართული გამარჯვება
წინ 2024 წელია, არც 90-იანები, არც 2000 იანები, არც 2003-2012 და არც 2012-2023, წინ მომავალია;
ცვლილება და გამარჯვება კი მიდგომების შეცვლით, გულწრფელობით, მორალური უპირატესობით,  საკუთარ თავზე მუშაობით, დისციპლინით, შრომით, თანმიმდევრულობით და შეუპოვრობით მოდის;

მსგავსი სიახლეები