ძირში ითხრება ყველაფერი, წულუკიანს ე.წ. კულტურული რევოლუციის მოხდენა უნდა - იულონ გაგოშიძე

28.06.23 17:50
ძირში ითხრება ყველაფერი, წულუკიანს ე.წ. კულტურული რევოლუციის მოხდენა უნდა - იულონ გაგოშიძე

ისტორიკოსი იულონ გაგოშიძე ამბობს, რომ თეა წულუკიანს კულტურული რევოლუციის მოხდენა უნდა და ძირში თხრის ყველაფერს.

გაგოშიძის თქმით, კულტურული რევოლუცია არანაკლებ სისხლიანი იყო ხოლმე, ვიდრე სხვა რევოლუცია.

ძირში ითხრება ყველაფერი. წულუკიანი უბრალოდ კარგი შემსრულებელი აღმოჩნდა და ე.წ. კულტურული რევოლუციის მოხდენა უნდა. კულტურული რევოლუცია არანაკლებ სისხლიანი იყო ხოლმე, ვიდრე სხვა რევოლუცია. მოდგა და ანადგურებს კულტურას. პროფესიონალი კადრები მოაცილა, დასხა თავისი უვიცები. საშინელებაა, თუ დროზე არ შევაჩერებთ, ისევე როგორც მთელ ქვეყანას, უბედურება იქნება". - ამბობს იულონ გაგოშიძე.

წულუკიანის მიერ რეპრესირებულ ხელოვანებს "ქართული ოცნება" არ შეხვდა. კინორეჟისორები, ხელოვნებათმცოდნეები, სცენარისტები, მუზეუმის თანამშრომლები, ყველა, ვისაც მინისტრის სადამსჯელო ოპერაცია შეეხო, რამდენიმე საათი პარლამენტში იმყოფებოდნენ

საკანონმდებლო ორგანოში მივიდნენ და ოპოზიციას შეხვდნენ კინოცენტრის თანამშრომლებიც, ადამიანები, ვინც სამი კვირაა ქუჩაში დგანან და წულუკიანის პოლიტიკას აპროტეტსებენ. შეხვედერა სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა პარლამენტში უკვე დატოვეს წერილი, რომლის მთავარი ადრესატებიც ელისო ბოლქვაძე და მიშა სარჯველაძე არიან. 

კულტურის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ ახლა საქართველოს პარლამენტის დახმარება სჭირდებათ.

მსგავსი სიახლეები