ასე ვერაგული ანგარიშსწორებები და დახვედრები არ დევს არც ქართულ ხასიათში - დავით ჭიჭინაძე
"ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობის“ პირდაპირი გაგრძელება გახდა - ასე ეხმაურება "ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე ბოლო დროინდელ თავდასხმებს.
ჭიჭინაძის თქმით, მმართველი გუნდი მარტო ოპოზიციის წარმომადგენლებზე კი არა, უკვე ხალხზე ძალადობს და ასე ვერგული ანგარიშსწორებები რაც ბოლო დროს ხდება, ნამდვილად არ დევს არც ქართულ ხასიათში.
„ქართული ოცნება“ არა მარტო რეალურად დაემსგავსა „ნაციონალურ მორაობას“, თან მათი ხელისუფლებაში ყოფნის ყველაზე ცუდ პერიოდს, არამედ პირდაპირ მისი გაგრძელება გახდა, როგორც შემადგენლობით, ისე ქმედებებით.
რადგან მარტო ოპოზიციის წარმომადგენლებზე არა, უკვე ხალხზე ძალადობენ.
ხელისუფლება ძალადობაზე ხომ მაშინ გადადის, როდესაც აღარც არგუმენტები აქვს და საქმის კეთებას ცემა-ტყეპა ურჩევნია.
ასე ვერგული ანგარიშსწორებები და ვერაგული დახვედრები კი, რაც ბოლო დროს ხდება, ნამდვილად არ დევს არც ქართულ ხასიათში და არც ჩვევებში". - აცხადებს დავით ჭიჭინაძე