შემაშფოთებელია, რომ საქართველო, რომელიც ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფვის, რუსეთს სანქციებს არ უწესებს - ო'სალივანი

28.06.23 18:30
შემაშფოთებელია, რომ საქართველო, რომელიც ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფვის, რუსეთს სანქციებს არ უწესებს - ო'სალივანი

საქართველო რუსეთს სანქციებს არ უწესებს, რაც ერთგვარად შემაშფოთებელია, რადგან, ეს არის ქვეყანა, რომელიც ევროკაშირის წევრობისკენ მიისწრაფვის  - ამის შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა დევიდ ო'სალივანმა საქართველოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ო'სალივანმა ყურადღება გაამახვილა რუსეთტან ფრენებზე და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობა მკაცრ კონტროლს დაამყარებს და ეს ახალი პუნქტები არ იქნება გამოყენებული უკანონო ქმედებებისთვის.

ჩვენ ამჟამად რუსეთის მიერ სანქციების შესაძლო არიდებაზე ვახდენთ ფოკუსირებას,  კონკრეტულად 38 დასახელების საქონელზე, რომელიც ბრძოლის ველზე რუსულ იარაღს უფრო ჭკვიანს და სასიკვდილოს გახდის. ამის გამო ჩვენ ვეწვიეთ საქართველოს. საქართველო რუსეთს სანქციებს არ უწესებს, რაც ერთგვარად შემაშფოთებელია, რადგან, ეს არის ქვეყანა, რომელიც ევროკაშირის წევრობისკენ მიისწრაფვის. მაგრამ ასევე გვესმის, რომ საქართელოს სპეციფიკურ მდგომარეობაშია ეკონომიკური და გეოგრაფიული თვალსაზრისით. 

რაც შეეხება ფრენების აღდგენას რუსეთთან. თუ თქვენ გაზრდით რუსეთიდან საქართველოში შემოსვლის პუნქტებს, მაშინ  თქვენ მოგიწევთ გაზარდოთ კონტროლი ამ პუნქტის ხარჯზე. იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა მკაცრ კონტროლს დაამყარებს და ეს ახალი პუნქტები არ იქნება გამოყენებული უკანონო ქმედებებისთვის". - განაცხადა ო’სალივანმა. 

მსგავსი სიახლეები