თავდასხმა მიშა მშვილდაძეზე - დაკავებულია ერთი პირი
თავდასხმა მიშა მშვილდაძეზე - "პირველების" ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.
დაკავებულს გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლს ედავება.
გუშინ მიშა მშვილდაძეს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. მშვილდაძის თქმით, მას სახეში მუშტი დაარტყეს, შემდეგ წაიქცა და სანამ წამოდგებოდა, თავდამსხმელი ფიზიკურ ანგარიშსწორებას აგრძელებდა.