გაფრთხილება მიღებულია - ის, რაც დახურულ კარს მიღმა ითქვა და "ოცნება" მალავდა, სანქციების კოორდინატორებმა გათქვეს
ის რაც დახურულ კარს მიღმა ითქვა და ქართული ოცნება მალავდა, დღეს სანქციების კოორდინატორებმა გათქვეს. რუსეთმა საქართველოს გავლით არ უნდა მიიღოს მოწყობილობები, რომელსაც უკრაინისთან ომში გამოიყენებს - ეს სანქციების გვერდის ავლაა. დასავლეთის მოთხოვნა ასეთია - სახმელეთო და საჰაერო სივრცის მკაცრი კონტროლი. თუ ქართული მხარე ვერ ახერხებს დავეხმარებით. მთავარია ის შავის ხვრელები დაიხუროს, რომელიც მოსკოვს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.
საუბარია 38 დასახელების ელეტროსაქონელზე, რომელიც დღეს რუსეთს მიეწოდება და მოსკოვი ამ ტექნიკას სამხედრო დანიშნულებით იყენებს. საქართვეოს მთავრობამ პოლიტიკა უნდა შეცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დასავლეთის რექცია მკაცრი იქნება. ცალკე განხილვის თემა იყო პირდაპირი ფრენების აღდგენა მოსკოვთან, რაშიც დასავლეთი სანქციების გვერდის ავლის დამატებით საფრთხეს ხედავს. გაფრთხილება მიღებულია - სანქციების ავტორებმა ქართულ ოცნებას კონკრეტული მოთხოვნები დაუტოვეს.
რა არის ეს მოთხოვნები, რაც ოცნებამ საბოლოო გადაწყვეტილებამდე უნდა შეასრულოს?- ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.