ძალადობა პატრიარქის და ღმერთის სახელით - დაისჯებიან თუ არა თავდასხმების სერიების ფიგურანტები

28.06.23 20:16
ძალადობა პატრიარქის და ღმერთის სახელით - დაისჯებიან თუ არა თავდასხმების სერიების ფიგურანტები

ძალადობა პატრიარქის და ღმერთის სახელით. ეს არის  ქართული ოცნების ახალი სტრატეგია ოპონენტებთან ანგარიშსწორებისთვის. სუსის ხელწერა გაშიფრულია. უსაფრდებიან, ფიზიკურად უსწორდებიან და შემდეგ სოციალურ ქსელში აღიარებით ჩვენებებს ავრცელებინებენ. ასე იყო ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმის შემთხვევაში და ასე მოხდა მიშა მშვილდაძეზე ძალადობის შემდეგაც. პატრიარქის და ეკლესიის სახელს ამოფარებული ვინმე ნიკოლოზ გუგეშაშვილი ამაყად იტყობინებოდა, რომ ცნობილი ტელესახე საჯაროდ დასაჯა. 

გუგეშაშვილი დაკავებულია. "პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ მის ინტერესს ადვოკატი კახა წერეთელი დაიცავს. ამ თავდასხმიდან ერთ საათში კიდევ ერთი ანგარიშწორების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ამჯერად სამიზნე ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო, რომელსაც საკუთარ სახლთან სასტიკად გაუსწორდნენ. დავით ოსიყმაშვილის ცემის ფაქტს თან იღებდნენ, რაც აჩენს განცდას, რომ ვიდეო დამკვეთს გადაუგზავნეს.  ახლა მთავარი კითხვაა დაისჯებიან თუ არა მოძალადეები. ამ დრომდე ყველა მოძალადეს, რომელიც ხელისუფლების ოპონენტებს საჯაროდ უსწორდებოდა ან არ აკავებდნენ ან მსუბუქი სასაჯელით შემოიფარგლებოდნენ. 

დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.

 

 

 

მსგავსი სიახლეები