ძალადობა ხსნილია - ხელისუფლებამ ქუჩაში თავდასხმებს მწვანე შუქი აუნთო

28.06.23 20:24
ძალადობა ხსნილია - ხელისუფლებამ ქუჩაში თავდასხმებს მწვანე შუქი აუნთო

ძალადობა ხსნილია - ხელისუფლებამ ქუჩაში თავდასხმებს მწვანე შუქი აუნთო.  ქართული ოცნების დეპუტატები პოლიტიკური ოპონენტების ცემას, დევნას და თავდასხმას ამართლებენ და მიზეზსაც უძებნიან. გუშინ ნინო  წილოსანის, მანამდე კი მდინარაძე-ოდიშარიას დაწყებული საქმე დღეს წარმატებით გააგრძელა ყველამ.  ხელისუფლების ლანძღვა ყველას ძვირად დაუჯდება - იმუქრებიან მმართველი პარტიიდან და პრაქტიკულად მწვანე შუქს უნთებენ ყველა მოძალადეს, ვინც  განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ქუჩაში თავს ესხმის

ძალადობის წახალისების მთელი კამპანია არ  იკმარეს. კობახიძემ იერიში დღეს დიპლომატებზეც მიიტანა. ოცნების თავმჯდომარემ თქვა, რომ ამ ქვეყანაში ძალადობას ხელს ელჩები უწყობენ. ხელისუფლება დიპლომატებს, ოპოზიციას და მედიას სიძულვილის ენის გავრცელებაშიც ადანაშაულებს და თან  მათ მტრებად, აგენტებად და მოღალატეებად აცხადებს.

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები