12-დან მხოლოდ ერთი რეკომენდაციაა შესრულებული, ორი კი ნაწილობრივ - არასამთავრობოების დასკვნა
12-დან მხოლოდ ერთი რეკომენდაციაა შესრულებული, ორი კი ნაწილობრივ. საქართველოს მთავრობისგან განსხვავებით, სულ სხვა რეალობას ამტკიცებს სამოქალაქო სექტორი. ადამიანები, ვინც ოცნების მიერ რეკომენდაციების შესრულებას უკვე მთელი წელია აკვირდებიან, ამბობენ, რომ ევროკავშირის მთავარი მოთხოვნები ხელისუფლებას არ გაუთვალისწინებია.
ოცნებას დღეს შეეძლო, რვა არასამთავრობო ორგანიზაციისთვის თავად მიეწოდებინა კონტრარგუმენტები, მაგრამ ასე არ გააკეთეს. თანამშრომლობის ნაცვლად, ბოიკოტის გზა აირჩიეს. ქართული ოცნების არცერთი წევრი შეხვედრაზე არ მივიდა. ჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლება პირობებს მიზანმიმართულად არ ასრულებს და ამაზე საჯაროდ საუბარიც არ სურს.
დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.