რეპრესიები, დაჩქარებული წესით, სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ - "ოცნებამ" დაშინების გზა აირჩია
რეპრესიები დაჩქარებული წესით სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ. ოცნებამ დაშინების გზა აირჩია და ქუჩაში, პროტესტისთვის გამოსული ყველა მოქალაქის განეიტრალებას კანონის გამკაცრებით ცდილობს. ამკაცრებენ სასჯელს ყველა იმ მუხლზე, რითაც პოლიცია აქტივისტებს საპროტესტო აქციებზე აკავებს
ახალი კანონი რომ უკვე ამოქმედებული იყოს, ხანგრძლივი ვადით ციხეში გაუშვებდნენ, მაგალითად ბექა გრიორიადისს. პირველი ცვლილება სწორედ სხვისი ნივთის დაიზიანების მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ეხება. ქართული ოცნება ამ მუხლზე საპატიმრო სანქციის რამდენიმე წლით გაზრდას გეგმავს. ყველა, ვინც კანონპროექტი წაიკითხა, ამბობს, რომ ეს სხვა არაფერია თუ არა იმ ადამიანების დაშინების მცდელობა, ვინც ხელისუფლების გადაწყვეტილებებს ქუჩაში აპროტესტებს.
დეტალები ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.