კალაძის კიდევ ერთი შეცდომა - წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია მერიამ საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანიებს ჩააბარა

28.06.23 20:39
კალაძის კიდევ ერთი შეცდომა - წერეთლის  გამზირის რეაბილიტაცია მერიამ საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანიებს ჩააბარა

კახა კალაძის კიდევ ერთი შეცდომა. ირკვევა, რომ წერეთლის  გამზირის მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტი მერიამ იმ საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანიებს ჩააბარა, რომლებსაც  სამუშაოების წარმოება არ შეუძლიათ. ოღონდ მერიამ ასეთი კომპანიები მხოლოდ ახლა, მას შემდეგ დააჯარიმა, რაც გაირკვა, რომ  გზა წერეთელის გამზირზე ისე  აყარეს, რომ ეს პროექტი მუნიციპალიტეტში წარდგენილი საერთოდ არ  ყოფილა.  კომპანიას 157 ათასი ლარის სანქცია დააკისრეს.

კიდევ ერთს კი კალაძის გუნდი სამუშაო გრაფიკის დარღვევას ედავება, რის გამოც  ახლა ჯარიმა 12 ათასი ლარი უნდა გადაიხადონ. ფაქტია, რომ ერთ-ერთი ყველზე დიდი პროქტი  მერიამ იმ კომპანიებს ჩააბარა, რომლებიც სამუშაოებს, უბრალოდ ვერ ასრულებენ.

დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები