პრეზიდენტი: ყველაფერმა, რისი გაკეთებაც პუტინმა სცადა, ან არ იმუშავა, ან გამოიწვია სრულად მოულოდნელი რეაქცია

29.06.23 00:14
პრეზიდენტი: ყველაფერმა, რისი გაკეთებაც პუტინმა სცადა, ან არ იმუშავა, ან გამოიწვია სრულად მოულოდნელი რეაქცია

ყველაფერმა, რისი გაკეთებაც პუტინმა სცადა, ან არ იმუშავა, ან გამოიწვია სრულად მოულოდნელი რეაქცია - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

სალომე ზურაბიშვილის თქმით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა დაინახა, რომ ყველა მისი გეგმა ერთი მეორის მიყოლებით დამარცხდა. 

როგორც ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტმა აღნიშნა, პუტინმა დაინახა გაძლიერებული ევროპა, "ნატო" და ევროკავშირი.

ეს არ არის საბოლოო სამხედრო დამარცხება, თუმცა ყველაფერმა, რისი გაკეთებაც პუტინმა სცადა, ან არ იმუშავა, ან გამოიწვია სრულად მოულოდნელი რეაქცია - გაერთიანებული ევროპა, გაძლიერებული NATO და ევროკავშირი, რომელიც კვლავ საუბრობს გაფართოებაზე. ასე რომ, ყველაფერი პუტინის უარყოფით შედეგებზე მეტყველებს, მათ შორის მობილიზაციაში წარუმატებლობა. ამ ყველაფერს კი ემატება რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და  ვაგნერის და პრიგოჟინის თეატრის ბოლო მოქმედება- ამბობს საქართველოს პრეზიდენტი. 

მსგავსი სიახლეები