ზურაბიშვილი CNN-თან: საქართველოში რუსების შემოდინება მკაცრად უნდა გაკონტროლდეს
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოდინების პროცესის მკაცრად გაკონტროლებაზე CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის შეფასებით, მთავარი საფრთხე, რაც საქართველოს ემუქრება არის რუსული რბილი ძალაა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამ ეტაპზე, მე ვერ ხედავს, რომ არსებობს სტრესი სამხედრო თვალსაზრისით.
მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ ქვრყანა რუსეთის მიერ ოკუპირებულია და იქვე დასძინა, რომ რაც შეიძლება, მოხდეს, არის ის, რომ რუსეთი დღეს ცდის "რბილი ძალის" მეორე ფრონტს, რაც არის პროპაგანდა.
ყველა რუსი, რომელიც შემოდის საქართველოში, გავიმეორებ, რომ საჭიროა, ამის გაკონტროლება. იმ ადამიანთა უმრავლესობა, რომელიც გაურბის დღევანდელ რუსეთს, ნამდვილად არ არის პუტინის მომხრე, მაგრამ, როდესაც ჩვენ ვიცით საფრთხეები, რომლებსაც რუსეთი იყენებს, არის ის, რომ რუსულენოვანი ხალხი თუარ იქნება ნორმალურად დაცული, ეს გახდება რუსეთის შემოჭრის საგანი. ასე რომ, ეს ყველაფერი შეიძლება, კვლავ გამოიყენოს რუსეთმა. მე არ მგონია, რუსეთს ჰქონდეს ან რესურსი, ან სურვილი, ახალი ფრონტი გამოსცადონ დასავლეთის წინააღმდეგ საქართველოში".– თქვა ზურაბიშვილმა.