"ევროკავშირს საქართველოს დაკარგვა არ შეუძლია" - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ფიქრობს, რომ რუსეთთან მიმდინარე ამ "რბილ ომში", ევროკავშირს საქართველოს დაკარგვა არ შეუძლია.
სალომე ზურაბიშვილმა ამის შესახებ CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, ევროკავშირი გადამწყვეტ მომენტშია, საქართველოს კი წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მიღება სჭირდება.
როგორც ზურაბიშვილმა აღნინა, პერსპექტივა მოგვცეს, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ეს ნიშნავდა, რომ საქართველოსთვის გეოგრაფია აღარ არის ხელშემშლელი, როგორც ეს წლების მანძილზე იყო.
შემდეგი ეტაპი უკვე კანდიდატის სტატუსის მიღებაა და რუსეთთან მიმდინარე ამ "რბილ ომში", ვფიქრობ, რომ ევროკავშირს საქართველოს დაკარგვა, ქართველი ხალხისთვის ისევ იმედის გაცრუება და რუსეთისთვის "სათამაშოდ" მარტივი ადგილის მიცემა არ შეუძლია. ასე რომ, ეს არის ძალიან სტატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც, რა თქმა უნდა, დემოკრატიულ რეფორმებსა და პროცესს ითვალისწინებს, რომელიც ბოლო პერიოდში არ არის ისეთი დამაკმაყოფილებელი, როგორიც უნდა იყოს. მაგრამ, შეიძლება ეს პირობები დარჩეს, შეიძლება დაემატოს, არსებობს ბევრი შესაძლებლობა, რომლის მეშვეობითაც ევროკავშირმა შეიძლება შეარჩიოს სწორი სიტყვები და ფორმატი შეარჩიოს, მაგრამ კვლავ - ეს სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, - თქვა ზურაბიშვილმა.