ხელისუფლების წახალისებული ძალადობა - პირველი ინტერვიუ დავით ოსიყმაშვილთან
პირველი ინტერვიუ დავით ოსიყმაშვილთან - "ნაციონალური მოძრაობის" ნაცემი წევრი მომხდარ ძალადობას "პირველებთან" იხსენებს. "ვივა-მედის" პალატიდან ოპოზიციური პარტიის სამეურვეოო სამსახურის თანამშრომელი დეტალურად ჰყვება როგორ ჩაუსაფრდნენ სავარაუდო მოძალადეები და როგორ ურტყამდნენ გამეტებით.
ოსიყმაშვილის ცემიდან უკვე მეორე დღე გავიდა, თუმცა არც ერთი მოძალადე დასჯილი არ არის.
"ერთადერთი მიზეზი, რაც შეიძლება, რომ იყოს არის არის ის, რომ ვარ ერთიანი ნაციონალური მოძრაობაში და ვარ აქტიური წევრი.
(ნიღბიანები იყვნენ თუ არა თავდამსხმელები) მე ამას ვერ ვადასტურებ, იმიტომ რომ მე ეს ადამიანი ვერ დავინახე ვერ შევამჩნიე. მანქანიდან გადმოვედი და როდის დამარტყეს მე ვერ ვიხსენებ, გავითიშე როგორც ჩანს, მე უბრალოდ ვიხსენებ, მერე მეზობლებს რომ მოვყავდი გონზე.
მანქანიდან, რომ გადმოვედი ესე დაახლოებით 10 მეტრი იყო სადარბაზომდე და აი ამ მონაკვეთში მოვიდნენ. დაინახეს, შეამჩნიეს, მაგრამ რომ დაინახეს ისინი გაიქცნენ, რამდენიმე წამი გაგრძელდაო, როგორც მეუბნებიან და იყვნენ ორნი. ამოცნობა ალბათ გაჭირდება" - ამბობს დავით ოსიყმაშვილი.