მიშა მშვილდაძეზე თავდამსხმელი დუმილის რეჟიმში გადავიდა

29.06.23 11:25
მიშა მშვილდაძეზე თავდამსხმელი დუმილის რეჟიმში გადავიდა

 "ფორმულას" დამფუძნებლის ცემაში მხილებული კაცი ბრალის წარდგენას ელოდება -ნიკოლოზ გუგეშაშვილს მხოლოდ ძალადობას ედავებიან. "პირველები" დაკავებულის ადვოკატს ესაუბრა. კახა წერეთელი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, თუმცა მოცემულ მომენტში დუმილის უფლებას იყენებს:  

მან ჩვენება მისცა ჩემს ჩართვამდე საქმეში, როგორც მისგან ვიცი, მოყვა მომხდარის დეტალები და ის აღიარებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას. მას შემდეგ, რაც პოსტი გამოაქვეყნა საჯარო სივრცეში მან მიიღო გადაწყვეტილება და თავად მივიდა პოლიციის განყოფილებში. მოტივთან დაკავშირებით ამ ეტაპზე მას, მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ დეტალებზე რაღაც პერიოდი აღარ ისაუბროს, ალბათ საკმარისად გაჟღერდა მოტივებიც, შესაბამისად, რადგან მას ეს პოზიცია აქვს, მეც თავს შევიკავებ კომენტარისგან.

დღეის იქეთ ბრალდების წარდგენის შემდეგ გამოიყენებს დუმილის უფლებას. ქმედება მან აღწერა თქვა, რომ შემთხვევით ნახა, ჩემთვის არანაირი ინფორმაცია არ არის ცნობილი, რომ ეს იყო დაკვეთა, მასთან ამ თემაზე საუბარი არ მქონია. როდესაც ის გამოცხადდა ადვოკატის გარეშე იმყოფებოდა და მისცა ეს ჩვენება. ჩემთვის როგორც არის ცნობილი, მარტო იყო. ხვალ ველოდებით, რომ იქნება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი. მე პოზიციას ჯერ რა თქმა უნდა შევაჯერებ, მაგრამ დიდი ალბათობით მოვითხოვთ გირაოს" - კახა წერეთელი.

მსგავსი სიახლეები