სახელმწიფო დონეზე დაგეგმილი ორგანიზებული კრიმინალი - მშვილდაძე თადასხმაზე

29.06.23 11:46
სახელმწიფო დონეზე დაგეგმილი ორგანიზებული კრიმინალი - მშვილდაძე თადასხმაზე

სახელმწიფო დონეზე დაგეგმილი ორგანიზებული კრიმინალი - ასე აფასებს "ფორმულას" ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე მასზე განხორციელებულ თავდასხმას. 

მისი თქმით, ხელისუფლებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა: 

ეს მსგავსებები, რაც ჩანს ზურაბ ჯაფარიძისა და ჩემზე თავდასხმის საქმეზე და მერე ამ აღიარებით ფეისბუქზე პოსტის გამოქვეყნების და მათ შორის იქ ტექსტით, მესიჯბოქსით და ყველაფრით დალაგებული, წერის სტილით, ყველაფრით ეს არ არის ცხადია შემთხვევითი, ამდენად გულუბრყვილო არავინ ვართ.

ცხადია, რომ ამას კამპანიური ხასიათი აქვს, მაგრამ რამდენად ღრმა არის ეს კამპანია და რა მიზნები აქვს ამაზე მეფიქრება. ეს არის დაგეგმილი მაღალ სახელმწიფო დონეზე, ორგანიზებული კრიმინალი. ვითარება მართლა გულისამრევია იმიტომ, რომ სისტემური დანაშაული სახელმწიფოს მონაწილეობით ეს არის ალბათ ის წითელი ხაზი, რომლის იქით სახელმწიფო აღარ არსებობს" - მიშა მშვილდაძე.

თავდასხმიდან თითქმის 24 საათის შემდეგ, ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. 

 

მსგავსი სიახლეები