მშვილდაძეს გადაეცით, რომ ცოტა ფოკუსი გაასწოროს და რამე არ შეეშალოს - ღუდუშაური
მშვილდაძეს გადაეცით, რომ ცოტა ფოკუსი გაასწოროს და რამე არ შეეშალოს - ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე თავდასხმას.
ღუდუშაურის თქმით, ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია, მათ შორის ის განცხადებებიც, რომელსაც ტელევიზიას იყენებს იმისთვის, რომ ხალხზე იძალადოს.
რა თქმა უნდა, ყოველგვარი ძალადობა არის მიუღებელი, ხაზს ვუსვამ, ყოველგვარი და ამაში იგულისხმება, მათ შორის, მაგ ცრუპენტელას განცხადებები, როცა თავის ტელევიზიას იყენებს იმისთვის, რომ ხალხზე იძალადოს. ნუ დაავიწყდება, რომ ესეც ძალადობაა, როცა უშვერი სიტყვებით ლანძღავს ჩვენი ქვეყნის ღირსებას და ეხება მას, ბუნებრივია, ეს რისკები მან უნდა გაზომოს. ჩვენთვის ძალადობა არის მიუღებელი, მაგრამ ყოველგვარი ძალადობა და როცა იმუქრება, რომ თურმე სასწაულებს ჩაიდენს და გააღრმავებს უფრო ამ ლანძღვა-გინებას, მიშა მშვილდაძეს გადაეცით, რომ ცოტა ფოკუსი გაასწოროს და რამე არ შეეშალოს". - ამბობს ღუდუშაური.