თუ რკინიგზა გაივლის, თუ პუტინი ჩამოვა, მაშინ რა დარჩა საქართველოსგან - მანჯგალაძე

29.06.23 13:51
 თუ რკინიგზა გაივლის, თუ პუტინი ჩამოვა, მაშინ რა დარჩა საქართველოსგან - მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე რუსეთთან რკინიგზის შესაძლო აღდგენას საქართველოს ოკუპაციის მცდელობად აფსაებს და არ გამორიცხავს, რომ ამის შემდეგ საქართველოში ვლადიმერ პუტინიც ჩამოვიდეს.

მანჯგალაძის თქმით,  თუ რკინიგზა გაივლის, თუ პუტინი ჩამოვა, მაშინ საქართველოსგან არაფერი დარჩება.

"ფრენების აღდგენის შემდეგ, უვიზო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ განიხილავდნენ საკითხს რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით და შემდეგ პუტინის საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებით. ეს არის საქართველოს ოკუპაციის მცდელობა. თუ რკინიგზა გაივლის, თუ პუტინი ჩამოვა, მაშინ რა დარჩა საქართველოსგან. დროშა და გერბი საბჭოთა კავშირშიც გვქონდა ჩვენ ხომ. ხელისუფლება არ გამოხატავს საქართველოს ინტერესს ესენი წარმოადგენენ რუსეთის რბილ ძალას საქართველოში". - ამბობს პაატა მანჯგალაძე.

მსგავსი სიახლეები