სარკინიგზო მიმოსვლა რუსეთთან - ოპოზიცია ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვს

29.06.23 13:43
სარკინიგზო მიმოსვლა რუსეთთან - ოპოზიცია ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვს

ფრენების შემდეგ რკინიგზაც - ოპოზიცია ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვს.

რომან გოცირიძის განცხადებით, ზახაროვას განცხადება ოფიციალური რუსეთის პოზიციაა, ამიტომაც, საქართველოს ხელისუფლებამ ამას დაუყოვნებლივ უნდა უპასუხოს.

გოცირიძის თქმით, რკინიგზის გახსნაზე რაიმე საუბარი, მითუმეტეს ფიქრი დანაშაულია.

"ვინაიდან ეს ქალბატონი ბრძანდება საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ანუ ეს არის ოფიციალური რუსეთს პოზიცია და არამხოლოდ რუსი პროპაგანდისტული ჟურნალისტებისა, ამიტომ პასუხი უნდა გასცეს დაუყოვნებლივ საქართველოს ხელისუფლებამ, რომ მსგავსი რამ არ იგეგმება. რკინიგზის გახსნაზე რაიმე საუბარი, მითუმეტეს ფიქრი არის დანაშაული" - რომან გოცირიძე.

რუსეთი საქართველოს გავლით სომხეთში სარკინიგზო მიმოსვლის აღსადგენად ემზადება. ეს ინფორმაცია დღეს მარია ზახაროვამაც დაადასტურა.

 

მსგავსი სიახლეები