პრეზიდენტი ამსუბუქებული იყო - ღუდუშაური

29.06.23 13:26
პრეზიდენტი ამსუბუქებული იყო - ღუდუშაური

"ქართული ოცნების" ახალი თავდასხმა პრეზიდენტზე. "სი-ენ-ენ"-ისთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ, მმართველი პარტიის წევრები პრეზიდენტს უშვერი სიტყვებით ლანძღავენ. 

ზურაბიშვილს დღეს ამსუბუქებული ალუდა ღუდუშაურმა უწოდა. ამ შეფასებამდე ხელისუფლების წევრები მას შემდეგ მივიდნენ, რაც არ მოეწონაათ უმაღლესი მთავარსარდლის მიერ ნათქვამი სიტყვები, რომ ხელისუფლება რეფორმების კუთხით საქმეს არ აკეთებს.

ვეტოების თემა და საქმე გამოელია და დარჩა უფუნქციოდ თუ ვიტყოდი, რომ აქტივობის გარეშე და ეხლა რაღაც ანალიტიკური ვერსიები შემოგვთავაზა. ქალბატონი პრეზიდენტი იყო, როდესაც გამოვიდა და იმდენად ამსუბუქებული იყო, რომ ოპოზიციის ისედაც ბევრ მსუბუქი ყოფაქცევისას პირდაპირ გაუსწორო რომ ასე ვთქვათ, რაღაცები უნდა ჩაკეტილიყო და შემოგვთავაზა ისეთი ვერსიები, რომელიც ნახეთ თქვენ, რომ სულ რაღაც 1 საათში აბსოლუტურად სხვაგვარად წარიმართა. ამიტომ მეტი სიდინჯისკენ და მეტი პასუხისმგებლობისკენ მოვუწოდებ მას". - განაცხადა ღუდუშაურმა.

მსგავსი სიახლეები