ფრენების შემდეგ რკინიგზაც? - რას ამბობს "ოცნება" რუსეთის განცხადებაზე
ფრენების შემდეგ რკინიგზაც? - "ოცნება" რუსეთის განცხადებაზე ამბობს, რომ ცვლილება ამ მხრივ არ განიხილება.
"არ ვიცი ზახაროვამ რა განცხადება უნდა გააკეთოს. საქართველოს ხელისუფლების და ზოგადად საქართველოს პოზიცია არის მკაფიო, მტკიცე და თქვენ შეგიძლიათ იხილოთ, არაერთი ასეთი დაფიქსირებული პოზიცია. მათ შორის ოფიციალურ დონეზე საერთაშორისო პლატფორმებზე. შესაბამისად, აქ არაფერი არ არის ცვლილება და ვერც იქნება ბუნებრივია ასეთ ცვლილება". - ამბობს ალუდა ღუდუშაური.
რუსეთი საქართველოს გავლით სომხეთში სარკინიგზო მიმოსვლის აღსადგენად ემზადება. ეს ინფორმაცია დღეს მარია ზახაროვამაც დაადასტურა.