"ოცნების" ხელდასმული პრეზიდენტიც კი ღიად ემიჯნება მათ რუსულ პოლიტიკას, ამიტომ მათი აგრესია გასაგებია - სამადაშვილი

29.06.23 14:36
"ოცნების" ხელდასმული პრეზიდენტიც კი ღიად ემიჯნება მათ რუსულ პოლიტიკას, ამიტომ მათი აგრესია გასაგებია - სამადაშვილი

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილისთვის გასაკვირი არ არის პრეზიდენტის ინტერვიუს შემდეგ მმართველი გუნდის წევრების აგრესიული განცხადებები.

სამადაშვილი ამბობს, რომ როგორც კი რუსეთის  დავალების შესრულებას ვინმე ეღობება გზაზე, თუნდაც მათ მიერ არჩეული პრეზიდენტი, ის "ოცნებისთვის" ხდება მტერი.

ქართული ოცნება ხედავს, რომ რეალურად იზოლაციაში რჩება, იმიტომ, რომ მათ მიერ ხელდასმული პრეზიდენტიც კი დღეს ღიად ემიჯნება აი ამ რუსულ პოლიტიკას, რომელსაც მმართველი გუნდი აწარმოებს. ამიტომ, მათი აგრესია სალომე ზურაბიშვილის მიმართ სრულიად გასაგებია, ოღონდ, ალბათ, გაუგებარი ის არის, საკუთარ სახეებს რომ კიდებდნენ ბილბორდებზე, მისთვის, არჩევნებში პოზიტიური შედეგის დასადებად. მაშინ იცოდა თუ არა კობახიძემ, რომ სალომე ზურაბიშვილი იყო აგენტი, რასაც დღეს ეძახის. როგორც კი რუსეთის  დავალების შესრულებას ვინმე ეღობება გზაზე, თუნდაც მათ მიერ არჩეული პრეზიდენტი, ის ხდება მათთვის მტერი". - ამბობს სამადაშვილი.

მსგავსი სიახლეები