"დაასანქცირეთ ივანიშვილი" - ქართველებისა და უკრაინელების ერთობლივი აქცია ბრიუსელში
ქართველებისა და უკრაინელების ერთობლივი აქცია ბრიუსელში - Promote Ukraine და Promote Georgia ევროსაბჭოს შენობასთან საქართველოსთვის და უკრაინისთის კანდიდატის სტატუსს და ევროპულ მომავალს ითხოვენ.
პერფორმანსი ევროსაბჭოს შენოაბასთან სირენის ხმის თანხლებით მიმდინარეობს, ნიშნად იმისა რომ უკვე 1 წელია უკრაინაში სირენის ხმა ისმის.
აქციის ქართველმა მონაწილეებმა ევროსაბჭოს ბიძნა ივანიშვილის დასანქცირება მოსთხოვეს.
ევროპულ საბჭოს ვთხოვთ დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ ამას მოვითხოვთ პირველს, რომ მოგვაშორონ რუსული ხელისუფლება. ვითხოვთ, ჩვენი სისხლით ნაბრძოლს, ჩვენ ვართ ევროპული ოპჯახის ნაწილი და ჩვენ უნდა მოგვცენ კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ამას ვიმსახურებთ, რადგან ჩვენ ყოველთვის ვიბრძოდით ევროპული მომავლისთვის. ჩვენ ჩვენს მეგობარ უკრაინელებთან ერთად აქ ვართ იმიტომ, რომ უკრაინისთან, მოლდოვასთან ერთად, საქართველომ მიიროს კანდიდატის სტატუსი. რრუსულ ხელისუფლებას მხარდამჭერი არ ჰყავს და ქართველ ხალხს მიეცით კანდიდატის სტატსუსი, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ევროპა". - ამბობს აქციის მონაწილე.
ეს არის პირველი ერთობლივი აქცია, რომელიც Promote Ukraine-მ და Promote Georgia-მ დაგეგმეს.