"ძალადობა იწვევს ძალადობას" - პაპუაშვილი გახშირებულ თავდასხმებზე ხელისუფლების პასუხისმგებლობას ვერ ხედავს

29.06.23 15:21
"ძალადობა იწვევს ძალადობას" - პაპუაშვილი გახშირებულ თავდასხმებზე ხელისუფლების პასუხისმგებლობას ვერ ხედავს

ძალადობის სერია - შალვა პაპუაშვილი ხელისუფლების პასუხისმგებლობას ვერ ხედავს.  პაპუაშვილს თუ დავუჯერებთ, აგრესიული რიტორიკით, ვერბალურად ხდება ძალადობის წახალისება: 

ჩვენ უკვე დიდი ხანია ვაკვირდებით ძალადობის კულტივირებას ქართულ საზოგადოებაში, ხდება ძალადობის კულტივირება, მისი წაქეზება, მათ შორის, გვახსოვს რამდენიმე თვის წინ, პარლამენტის გარშემო, ადამიანმა მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციელს და ცოცხლად წვავდა და დღემდე ემპათიით საუბრობენ ამ მოვლენაზე და ამით ახალისებენ ძალაობას. მე სხვა დროსაც მითქვამს, რომ ძალადობა იწვევს ძალადობას და საქმეც ეს არის, რომ ძალადობის წახალისებას, კულტვირებას, იმის საუბარს, რომ ეს არის გამოხატვის თავისუფლება და ა.შ. ამით იწყება, ვერბალური ძალადობით ხდება აგრესიის დაგროვება, შემდეგ გადადის ფიზიკურ ძალადობაში. არამხოლოდ წახალისება, დაფინანსება ხდება ძალადობის იდეისა. ვნახეთ "გირჩი მეტი თავისუფლების" შემთხვევაში, სემინარებზე ძალადობრივ რევოლუციებზე როგორაა საუბარი, იარაღის აწყობა-დაშლა როგორ ხდება და ეს ფინანსდება ევროპული და ამერიკული ფონდების მიერ" - ამბობს პაპუაშვილი.

მსგავსი სიახლეები