ქართული დრონების წინააღმდეგ ცხინვალი იარაღს გამოიყენებს

29.06.23 15:58
ქართული დრონების წინააღმდეგ ცხინვალი იარაღს გამოიყენებს

ქართული დრონების წინააღმდეგ იარაღის გამოყენება იქნება შესაძლებელი - ამის შესახებ გადაწყვეტილება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ მიიღო.

ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტმა ე.წ. საზღვრის დაცვის განხორციელებისას იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გამოყენების პროცედურაში ცვლილებები შეიტანა. ცვლილებების თანახმად, „უშიშროების ძალებს“ შეეძლებათ გამოიყენონ იარაღი უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ „საზღვრის დარღვევის მცდელობის აღსაკვეთად“.

ამჟამად, უპილოტო საფრენი აპარატები სულ უფრო ხშირად გამოიყენება როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო სფეროში. გამონაკლისი არც საქართველოსთან სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარია, რასაც მოწმობს მეზობელი სახელმწიფოს მიერ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების გაზრდილი შემთხვევები“, - განაცხადა ვალერი ალიხანტიმ.

მსგავსი სიახლეები